მანჩესტერ იუნაიტედის ყველაზე ცუდი სტარტი პრემიერ ლიგაში — რას ამბობს სტატისტიკა?

ჩატარებული 7 შეხვედრის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა მხოლოდ 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 3 წააგო და 8 ქულით მე-14 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერის ფეხბურთელებმა 5 გოლი გაიტანეს და 8 გაუშვეს.
პრემიერ ლიგის ისტორიაში მანჩესტერ იუნაიტედმა პირადი ანტირეკორდი დაამყარა — ტურნირის ისტორიაში პირველად, წითელმა ეშმაკებმა საწყის 7 ტურში მხოლოდ 8 ქულის აღება მოახერხეს.
მანჩესტერ იუნაიტედის 3 ყველაზე ცუდი სტარტი საწყის 7 ტურში:
1) 2024/25 წლების სეზონი — 8 ქულა (ერიკ ტენ ჰაგი)
2) 2023/24 წლების სეზონი — 9 ქულა (ერიკ ტენ ჰაგი)
3) 2019/20 წლების სეზონი — 9 ქულა (ოლე გუნარ სოსლკიაერი)



![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)








