ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების შანსების შესახებ ისაუბრა. ტურნირის დაწყებამდე, "სამეფო კლუბის" სპეციალისტის სიტყვები ბევრისთვის შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ ახლა, ყველაფერი ის, რაც მან ტურნირამდე თქვა, აქტუალური გახდა.
"როგორ ვაფასებ იტალიის შანსებს ევროპის ჩემპიონატზე? სამწუხაროდ, კარგს ვერაფერს ვიტყვი. მათ აკლიათ ხარისხიანი ფეხბურთელები, განსაკუთრებით შეტევასა და შუახაზში. ძალიან მაინტერესებს გერმანიის თამაში, ისინი არიან მასპინძლები და ამასთან ერთად, მათი შემადგენლობა ყველა მხრივ შთამბეჭდავია", - აცხადებდა იტალიელი სპეციალისტი ევრო 2024-ის დაწყების წინ.
შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურა" ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა, შვეიცარიასთან მარცხით. "ბუნდესნაკრებმა" კი დაამარცხა დანიის ეროვნული გუნდი, რის შედეგადაც გაიფორმა 1/4 ფინალის საგზური, სადაც მეტოქე ესპანეთი იქნება.