"მან ეს ცუდად მიიღო" — მიქაუტაძემ დონარუმასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

აღნიშნულ შეხვედრაში ლიონიდან ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა — 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა პარიზული გრანდის კარი ტაიმის მიწურულს, მე-40 წუთზე აიღო.
გოლის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძეს და პსჟ-ს მეკარეს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა და მსაჯმა ორივე ფეხბურთელი გააფრთხილა. მატჩის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.
"დონარუმასთან დაპირისპირება? არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, გავიცინე და მან ეს ცუდად მიიღო. ტაიმის შემდეგ მივედი და ვუთხარი, რომ გოლის გატანამ ძალიან გამახარა" — აღნიშნა მატჩის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა.
15 მატჩის შემდეგ, ლიონს 25 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება, ხოლო შემდეგ ტურში მონპელიეს ესტუმრება. ლიგა 1-ის წლევანდელ სეზონში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.








