შეხვედრის ანგარიში 56-ე წუთზე გაიხსნა — ხუანპემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მასპინძლები დაწინაურდნენ. ზუსტად ორ წუთში, ჟირონას კარი ვალენსიას შემტევმა, დანი გომესმა აიღო და საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.
აღნიშნულ მატჩში დამაჯერებელი იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც 3 ბურთი მოიგერია და კარი მშრალად შეინახა, Sofascore-დან კი საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალი 7,3 ქულიან შეფასება დაიმსახურა.
𝗠𝗔𝗠𝗔𝗥𝗗𝗔𝗦𝗛𝗩𝗜𝗟𝗜. 🦸♂️🧡#LALIGAHighlights | @valenciacf pic.twitter.com/R7f8JCroqD
— LALIGA (@LaLiga) September 21, 2024
6 მატჩის შემდეგ, ვალენსიას ვალენსიას 4 ქულა აქვს და მე-18 ადგილზე იმყოფება. გიორგი მამარდაშვილის გუნდი მომდევნო, მე-7 ტურში ოსასუნას უმასპინძლებს — შეხვედრა 24 სექტემბერს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.



![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)








