ვილი სანიოლის თანაშემწემ, დევიდ უებმა, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მეკარე ლივერპულში გადასვლასთან არის ახლოს. მერსისაიდელებმა ქართველ კარის დარაჯთან უკვე შეათანხმეს პირადი კონტრაქტის დეტალები, ახლა საბოლოო სიტყვა არის გოლკიპერის ამჟამინდელ კლუბზე, ვალენსიაზე.
"მამარდაშვილი საკმარისად მაღალი დონის მეკარეა იმისთვის, რომ ლივერპულში ნომერ პირველი გახდეს. ის არის ნამდვილი პროფესიონალი და ძლიერი პიროვნება, რომელიც საოცარი შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. უახლოეს 2-3 წელიწადში გიორგი მსოფლიოს საუკეთესო კარის დარაჯების 3-ეულში აუცილებლად იქნება.
ალისონი უმაღლესი დონის მეკარეა, თუმცა ლივერპულში სამუდამოდ ვერ დარჩება. მის საქმეს სწორედ ქართველი გოლკიპერი გადმოიბარებს. კონკურენცია? ვალენსიას კარის დარაჯს არც ამის ეშინია. თავის ამჟამინდელ კლუბში ის მივიდა მე-4 კიპერად, მაგრამ შემდეგ, 1-ლი გახდა", - განაცხადა ინგლისელმა სელექციონერმა.