ჩეხეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
"პირველი ისტორიული ქულა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯგუფიდან გასვლის შანსები შევინარჩუნეთ. ბოლო ტურში პორტუგალიასთან ურთულესი მატჩი გველის, რადგან პორტუალია ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია.
რაც შეეხება ბოლო წუთის ეპიზოდს, ლობჟანიძე კარგი ფეხბურთელია, ყველაზე მეტად გატანა მას უნდოდა, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. მან თავი არ უნდა ჩახაროს, შრომა განაგრძოს და მომავალში კიდევ ბევრ გოლს გაიტანს.
როცა ეს მომენტი იყო, უცებ ვიფიქრე, ჯგუფიდან გავედითთქო. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს პირველი ქულა იყო საქართველოს ნაკრებისთვის", - განაცხადა მამარდაშვილმა.