"გილოცავთ ესპანური სპორტის ისტორიულ გამარჯვებას! ილია თოფურია, ვამაყობთ, რომ ისეთი დიდი მადრიდისტა, როგორიც შენ ხარ, UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა," - ასე გამოეხმაურა ქართველი მებრძოლის გამარჯვებას მადრიდის რეალის ოფიციალური გვერდი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, UFC 298-ზე ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
საჩემპიონო ბრძოლაში, ქართველი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკის შეხვდა და მეტოქე მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ილია პირველი ქართველია, რომელმაც UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.