განსაკუთრებული გამოცდილება მივიღეთ ჩვენც, ტრიბუნაზე, ქუჩებში, პაბებში და ყველა იმ სივრცეში, სადაც გერმანიაში ყოფნის დროს, ჩვენი ნაკრების საქომაგოდ ვიკრიბებოდით. ძალიან ბედნიერია მთელი ქვეყანა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მუხტის დაჭერა და მისი გაძლიერებაა.
ვულოცავ ამ წარმატებას ეროვნულ ნაკრებს, კობის, იაშკას, ვილი სანიოლს, ნაკრების სტაფის ყველა წევრსა და ყველა ქომაგს, რომელიც ამ უდიდესი ზეიმის მონაწილე გახდა. მადლობა ღირსეული თამაშისთვის და მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ", - წერს არველაძე საკუთარ Facebook გვერდზე.








