მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა გააკეთა.
"თურქეთისგან სრულიად განსხვავებული თამაში იყო, ამისთვის მადლობა ბიჭებს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტად ეს მამარდაშვილის დამსახურებაა, რადგან მატჩის სტარტზე ურთულესი ბურთები მოიგერია. ბიჭების თავდაჯერება და კარგი თამაში სწორედ მამარდასგან დაიწყო. უდიდესი საქმე შეასრულა ნიკა გაგნიძემაც.
კაშიას ართამაში? - ის პროფესიონალია, გასულ დღეებში ვილის კაშოსთან საუბრები ჰქონდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს ასე ყოფილიყო. ინდივიდუალური შეცდომები ფეხბურთს ყოველთვის თან სდევს. კარიერის დროს, მეც ბევრი შეცდომა მქონდა.
სანამ შანსი გვაქვს, ჯგუფიდან გასასვლელად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ოქტომბერში ორი ურთულესი გასვლითი მატჩები გველის და იქ დავინახავთ ბევრ რამეს. ჩვენთვის მეორე ადგილი და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა უდიდესი წარმატება იქნება.
ხვიჩას კაპიტნობა? - არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეკეთება სამკლაური. ხვიჩა ისედაც ქვეყნის ლიდერი და კაპიტანია. გადავწყვიტეთ, რომ კაშიას შემდეგ, ვიცე-კაპიტნები კაკაბაძე, კიტეიშვილი და კვარაცხელია იყვნენ", - განაცხადა ხიზანიშვილმა.








