ლუკა მაისურაძე ტოკიოს გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია

ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და მასპინძელი ტოკუმოჩი დაამარცხა, ხოლო 1/4 ფინალში ესტონელ კალიულადს აჯობა. რაც შეეხება 1/2 ფინალს, ქართველმა იაპონელ კავაბარას მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა.
ოქროსთვის ბრძოლაში ლუკა მაისურაძე სანშირო მურაოს დაუპირისპირდა, დაძაბულ ორთაბრძოლაში ვაზარით დამარცხდა და 2024 წლის ტოკიოს გრანდ სლემზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.







