ლუკა მაისურაძე სარაევოში გამართული ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია. ქართველმა ძიუდოისტმა 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში იტალიელი ჯაკომო გამბა იუკოთი დაამარცხა, ევროპის ღია პირველობის ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს აღნიშნულ შეჯიბრებაზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ ნახევარფინალშირუსი მიხაილ იგოლნიკოვი იპონით დაამარცხა, მანამდე კი გერმანელ ვლადიმირ სტარკს და ავსტრიის სახელით მოასპარეზე საიფ-ისლამ ისლამჰანოვ ავასატენეს მოუგო. ევროპის ღია პირველობის პირველ დღეს ოქროს მედალი გიორგი სარდალაშვილმა(66 კგ) მოიპოვა, თორნიკე მოსიაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია - ქართველებმა 2 ოქრო მოიპოვეს












