ლიგა 1-ის გასულ ტურში, პსჟ მონაკოს დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ამ გუნდის ლიდერი კილიან მბაპე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.
"ეს გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე ჩემი მიღებულია. დროა, მბაპეს გარეშე თამაში ვისწავლოთ. მბაპე მე შევცვალე და ვფიქრობ, გუნდისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მივიღე.
სიტუაციიდან გამოსასვლელად, გუნდისთვის საუკეთესო გამოსავალია და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საჭირო იყო", - განაცხადა ენრიკემ.
მოგეხსენებათ, ზაფხულში, სეზონის დასრულების შემდეგ, მბაპე პსჟ-ს დატოვებს და კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.