მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს პსჟ და ლივერპული დაუპირისპირდებიან.
წილისყრის შემდეგ, კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"სიმართლე გითხრათ, წილისყრისთვის არ მიყურებია, მეუღლესთან ერთად კაპუჩინოს მივირთმევდი. რა თქმა უნდა, შანსებს 50-50-ზე ვაფასებ.
პსჟ-ც და ლივერპულიც მაღალი დონის გუნდები არიან, განსხვავებული სათამაშო სტილით და საინტერესო მატჩი გველის. ლივერპულის სახით, ძლიერ კლუბს ვეთამაშებით", - განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა 5 მარტს გაიმართება, განმეორებითი კი ერთი კვირის თავზე.