პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მილანის გარემარბის, რაფაელ ლეაოს, შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების მანძილზე ევროპული პრესა პსჟ-ს აქტიურად უკავშირებს პორტუგალიელი ვინგერის სახელს. ესპანელმა სპეციალისტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ირონიული კომენტარი გააკეთა:
"ვინ არის ლეაო, ის მომღერალია? ვხუმრობ, ძალიან კარგად ვიცი მის შესახებ. არ მაქვს უფლება ვისაუბრო იმ ფეხბურთელის შესახებ, რომელიც ჩვენს კლუბში არ თამაშობს. მხოლოდ იმის იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალ სეზონზე გვეყოლება უფრო ძლიერი შემადგენლობა, ვიდრე წელს გვყავს.
მინდა ვიხილო გამართული პარი სენ-ჟერმენი - ფიზიკურად, ტაქნიკურად და ტაქტიკურად, თითოეულ პოზიციაზე", - განაცხადა ფრანგული გუნდის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ "როსონერის" ვინგერი კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილება. მბაპე უდიდესი ალბათობით მადრიდის რეალში გადავა.