ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსჟ-მ ბარსელონა მიიღო და 2-3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.
"კარგი მომენტები გვქონდა, თუმცა, მეტოქემ უკეთესად გამოიყენა შანსები და დაგვამარცხა. განმეორებითი მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იქნება და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ."
"1/4 ფინალური ეტაპზე ყველა კლუბი ტოპ დონის არის და ამაზე გასული გოლების რაოდენობაც მეტყველებს. დღევანდელ მატჩში მესამე გოლის გატანის შანსიც გვქონდა, თუმცა, არ გაგვიმართლა და ბურთი ძელს მოხვდა" - ლუის ენრიკე.
ბარსელონას და პსჟ-ს განმეორებითი მატჩი 16 აპრილს, ესპანეთში გაიმართება.