მილანის ყოფილმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სიმბოლური გუნდი შეადგინა. აღსანიშნია, რომ საკუთარი თავი ამ გუნდში არ შეიყვანა იმ მიზეზით, რომ ლომები ადამიანების გვერდით არ თამაშობენ.
"მე ლომი ვარ და ადამიანების გვერდით არ ვთამაშობ. მოედანზე შემოვალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე დაიღლება", - განაცხადა შვედმა ექს-ფორვარდმა.
"როსონერის" ექს-ფორვარდის მიერ შექმნილი იდეალური გუნდი, რომელიც შვიდი ფეხბურთელისგან შედგება, ასე გამოიყურება: ჯანლუიჯი ბუფონი, ალესანდრო ნესტა, ტიაგო სილვა, ხავი ერნანდესი, ზინედინ ზიდანი, რონალდინიო გაუჩო, რონალდო ნაზარიო.
აქვე დავამატებთ, 12 მარტს, 42 წლის ექს-შემტევი კინგს ლიგის პრეზიდენტი გახდა.