იტალიის თასის 1/32-ფინალურ ეტაპზე კალიარი საკუთარ მოედანზე კრემონეზეს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მიუხედავად მარცხისა, სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოედანზე კრემონეზეს ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი დაუბრუნდა, რომელმაც თავის გუნდს უკაპიტნა.
მოგეხსენებათ, სერია ბ-ში ლოჩოშვილს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და იტალიის თასზე თამაშის საშუალება მიეცა.
ლოჩოშვილმა 6.8 შეფასება მიიღო, მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა და დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგაც კრემონეზეს ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება.