ბრაიტონის შემტევმა ნახევარმცველმა, ადამ ლალანამ რობერტო დე ძერბის ლივერპულის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შესაძლო დანიშნვის შესახებ ისაუბრა. ევროპული პრესა წერს, რომ "მერსისაიდელები" ნომერ პირველ ვარიანტად ჩაბი ალონსოს განიხილავენ, მის შემდეგ კი სიაში სწორედ იტალიელი სპეციალისტი მოდის.
"არ გამიკვირდება, თუ ლივერპული დე ძერბის მოიყვანს. ის არის მწვრთნელი, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ევროპული გრანდი აკვირდება. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ვნახოთ, რა ელის რობერტოს მომავალში. სადაც არ უნდა წავიდეს ის, ყველგან უდიდესი ზეწოლის ქვეშ იქნება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იტალიელი მწვრთნელი უმაღლეს მწვერვალებს დაიპყრობს", - განაცხადა ინგლისელმა შემტევმა ნახევარმცველმა.
შეგახსენებთ, "წითლების" გარდა, ალბიონის სპეციალისტის სახელს უკავშირებენ მანჩესტერ იუნაიტედსაც, მაგრამ თავად მწვრთნელის სურვილი სერია ა-ში დაბრუნებაა.