ლივერპულის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, დაასახელა მწვრთნელი, რომლის ხილვას თავის მშობლიურ გუნდში ისურვებდა. ყოფილ ინგლისელ უკანახაზელს სურს, რომ მერსისაიდში მოვიდეს ისეთი სპეციალისტი, რომელსაც დამარცხებული ჰყავს პეპ გვარდიოლა, ასეთი კი მისთვის ტომას ტუხელია.
"ახალი მთავარი მწვრთნელის არჩევის საკითხს უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდებოდი და ტუხელზე გადავერთვებოდი. მას უკვე აქვს გვარდიოლას დამარცხების გამოცდილება, თანაც სეზონის ყველაზე გადამწყვეტ მატჩში: ჩემპიონთა ლიგის ფინალში. შეძლებს თუ არა ამას სლოტი? - რთულია პასუხის გაცემა.
ტომასმა კლოპი თავდაპირველად მაინცში შეცვალა, შემდეგ კი დორტმუნდში, იქნებ ახლა ლივერპულის ჯერიც დგება?! რომელ გუნდშიც არ უნდა წავიდეს გერმანელი სპეციალისტი, ის გუნდი აუცილებლად მოუმატებს თამაშის ხარისხს. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს", - განაცხადა მერსისაიდელთა ყოფილმა უკანახაზელმა.