ვეტერანმა ფინელმა ფეხბურთელმა იონ არნე რიისემ, რომელიც წლების განმავლობაში ლივერპულში თამაშობდა, თავისი ყოფილი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა განიხილა.
„თუ არნე სლოტის ინტერვიუებს გადახედავთ, ის საუბრობს იმაზე, რომ კლუბში მომავალი სეზონისთვის გარკვეული ცვლილებებია გასაკეთებელი. ვფიქრობ, ზოგიერთი მოთამაშე წავა და კლუბს დასჭირდება შევსება.
გასულ სეზონში მათ ძალიან დიდი ფული დახარჯეს ტრანსფერებში და კიდევ დიდი თანხის დახარჯვა მოუწევთ, რათა კარგი ტრანსფერები განახორციელონ.
ოლისე და კვარაცხელია ლივერპულისთვის კარგი დანამატი იქნებოდა და ვურჩევ, ამაზე იმუშაონ, მაგრამ არ ვიცი, რამდენი ფულის დახარჯვა მოუწევთ ან საერთოდ დახარჯავენ თუ არა დიდ თანხას იმ მოთამაშეების მოსაძებნად, რომლებიც ნამდვილად შეეფერება მათ სისტემას", - განაცხადა რიისემ.








