ლივერპულის ყოფილმა ნახევარმცველმა, დონ ჰატჩისონმა, თავის ექსგუნდს ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა ურჩია. მიმდინარე სეზონის ბოლოს, გუნდს დატოვებს იურგენ კლოპი, რის შემდეგაც მერსისაიდში ახალი ეპოქა დაიწყება. მოსალოდნელია ახალი მოთამაშეების ხილვა და ყოფილი შოტლანდიელი შუახაზელის სურვილია, რომ "წითლების" ერთ-ერთი ახალწვეული სწორედ ქართველი ვინგერი იყოს.
"ლივერპული დარვინის მიმართებით უნდა ჩამოყალიბდეს - თავდასხმის ცენტრში ათამაშოს ის, მარცხენა ფლანგზე ან საერთოდ გაყიდოს. ცხადია, აუცილებელი იქნება ახალი მოთამაშეების ყიდვა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა თანხის დახარჯვის შესაძლებლობა ექნებათ მერსისაიდელებს. "წითლებს" შემიძლია ვურჩიო 3 მოთამაშე.
პირველ რიგში, მინდა გამოვარჩიო კვარაცხელია, რომელიც ზუსტად პრობლემურ მარცხენა ფლანგს შეავსებდა. ასევე ძალიან მომწონს ოსიმენი და ლეაო, მაგრამ მათი ტრანსფერები დიდ თანხებთან არის დაკავშირებული", - განაცხადა "სქაუზერების" ყოფილმა შუახაზელმა.