ლივერპულის თავდამსხმელი, დიოგუ ჟოტა ესპანეთში მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ზამორას პროვინციაში მოხდა და პორტუგალიელ ფორვარდთან ერთად დაიღუპა მისი ძმა, ანდრეც, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო.
პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის გარდაცვალებას გამოეხმაურა მერსისაიდული გუნდი, რომლის ღირსებას ის 2020 წლიდან იცავდა. "წითლების" ყოფილმა მე-20 ნომერმა მოასწრო 182 შეხვედრის ჩატარება, 65 ბურთის გატანა და პრემიერ ლიგის მოგებაც.
"კლუბს შეატყობინეს, რომ 28 წლის ფეხბურთელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ესპანეთში დაიღუპა თავის ძმასთან, ანდრესთან ერთად. ლივერპული ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებს, რადგან დიოგოსა და ანდრეს ოჯახის, მეგობრების, თანაგუნდელების, კლუბის პერსონალის პირადი სივრცის პატივისცემა უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ."








