ლივერპულის და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევი,დიოგუ ჟოტა ესპანეთში მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
ესპანური მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა შემთხვევა ზამორას პროვინციაში მოხდა და 28 წლის ფეხბურთელთან ერთად მისი ძმა, ანდრე ჟოტაც დაიღუპა.
დიოგუ ჟოტა ლივერპულის ღირსებას 2020 წლიდან იცავდა და მოქმედი კონტრაქტი 2027 წელს ეწურებოდა. მას კლუბის მაისურით 182 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.








