პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ფარგლებში ლივერპულმა საკუთარ კედლებში ბრაიტონი მიიღო, რომელიც ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ეს დაპირისპირება იმითაც იყო საინტერესო, რომ ალბიონის მთავარი მწვრთნელის, რობერტ დე ძერბის, მომავალს სწორედ მერსისაიდელებს უკავშირებენ.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, დანი უელბეკის სწრაფ გოლს ლუის დიასმა უპასუხა, გამარჯვების მომტანი ბურთი კი მოჰამედ სალაჰმა გაიტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "წითლები" აგროვებენ 67 ქულას და პირველ ადგილზე რჩებიან. იქვე ახლოს არიან მანჩესტერ სიტი და ლონდონის არსენალი, რომლებიც დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.