პრემიერ ლიგის 30-ე ტურის მორიგი მატჩი ენფილდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ლივერპული-ტოტენჰემის დაპირისპირება იხილა.
იმის მიუხედავად, რომ არნე სლოტის გუნდი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, იგორ ტუდორის შეგირდება ბოლომდე იბრძოლეს და მნიშვნელოვანი 1 ქულაც მოიპოვეს.
მერსისაიდელებმა ქულები კიდევ ერთხელ დაკარგეს, რის გამოც ოთხეულში დაბრუნება ვერ მოახერხეს. რაც შეეხება ტოტენჰემს, ლონდონელებმა 30 ქულას მოუყარეს თავი, რითაც მე-16 პოზიციაზე გადასვლა შეძლეს.
ლივერპული 1-1 ტოტენჰემი
გოლები: 1-0 დომინიკ სობოსლაი 18', 1-1 რიშარლისონი 90'.

![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)










