პრემიერ ლიგის 35-ე ტურის ცენტრალური მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მანჩესტერ იუნაიტედმა ლივერპულს უმასპინძლა.
მაყურებელმა საოცრად დაძაბული დაპირისპირება იხილა, რომელშიც ოდნავ უკეთესი შთაბეჭიდება მაინც მაიკლ კერიკის გუნდმა დატოვა, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან 3 ქულაში აისახა. "წითელმა ეშმაკებმა" დღეს მოპოვებული გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად გაინაღდეს!
მანჩესტერ იუნაიტედი 3-2 ლივერპული
გოლები: 1-0 მატეუს კუნია 6', 2-0 ბენიამინ შეშკო 14', 2-1 დომინიკ სობოსლაი 47', 2-2 კოდი გაკპო 56', 3-2 კობი მეინუ 77'.








