სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩაბი ალონსო ლევერკუზენის დატოვებას არ აპირებს. ესპანელი სპეციალისტი "ფარმაცევტებში" მომდევნო სეზონშიც იმუშავებს. შესაბამისად, ლივერპულმა გეგმა ბ-ზე დაიწყო მუშაობა. სიაში ორი გამოკვეთილი კანდიდატიაა:
რუბენ ამორიმი და
რობერტო დე ძერბი.
რუბენ ამორიმი სპორტინგში 2020 წლიდან მოყოლებული მუშაობს, რა დროშიც 4 ტიტულის მოგება მოახერხა: პორტუგალიის ჩემპიონატი, 3-ჯერ პორტუგალიის თასი და ერთხელაც - სუპერ თასი. როგორც ცნობილია, 39 წლის სპეციალისტის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა, დაახლოებით €15 მილიონი, წერია. ამის შესახებ მერსისაიდულ კლუბში კარგად იციან და როგორც ინგლისურ პრესაში იწერება, ამ თანხის გადახდა მათთვის პრობლემა არ იქნება.
განიხილება ასევე რობერტო დე ძერბის ვარიანტიც. იტალიელი სპეციალისტი ბრაიტონში 2022 წლიდან მუშაობს. იმის მიუხედავად, რომ ამ დროში "თოლიებმა" ტიტულის მოგება ვერ მოახერხეს, დე ძერბი გუნდს მაინც გამორჩეულ ფეხბურთს ათამაშებს. გამოსასყიდ თანხას აქაც ვხვდებით, თუმცა ზუსტად უცნობია რა თანხაზეა საუბარი.
ამ ორი კანდიდატურის გარდა, შეიძლება უახლოეს პერიოდში, ლივერპულის მხრიდან სხვა მწვრთნელის მიმართაც გაჩნდეს ინტერესი.