არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ცენტრალური მცველის,
ლისანდრო მარტინესის ტრავმის სიმძიმე და ლაზარეთში ყოფნის პერიოდი ოფიციალურად გახდა ცნობილი. არგენტინელი ფეხბურთელი ტრავმის გამო, მინიმუმ 7-8 თვეს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთლმა დაზიანება პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, კრისტალ პალასის წინააღმდეგ მიიღო, როდესაც მარჯვენა ფეხზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.
ლისანდრო მარტინესს მუხლზე ოპერაცია უახლოეს საათებში ჩაუტარდება, რის შემდეგაც ფეხბურთელი რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს. არგენტინელი 2024/25 სეზონში ვეღარ ითამაშებს.