საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული მატჩი ლანსსა და ლიონს შორის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ მომენტები ორივე გუნდის კართან იყო, თამაში უგოლოდ დასრულდა.
სათადარიგოთა სკამზე იყო ლიონის ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც შეცვლაზე 65-ე წუთზე შევიდა.
მიქაუტაძემ გუნდის შეტევა რამდენჯერმე წამოიწყო, საჯარიმოში ხშირად იხსნებოდა, თუმცა რეალური მომენტი ამ დროში არ ჰქონია.
4 ტურის შემდეგ, ლიონს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.