გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაგრამ სხვა გზა არაა - ლიონის მთავარი მწვრთნელი პიერ საჟი ახალ გეგმავს მიმართავს და გუნდის კაპიტნის სათადარიგოთა სკამზე დასმას აპირებს.
საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, ლიონმა კვლავ ვერ მოიგო და ლილისთან ფრედ 1:1 ითამაშა. გუნდი უტევდა, მაგრამ საბოლოო შედეგი და ხარისხი ისეთი არ იყო, როგორსაც მწვრთნელი და გულშემატკივრები მოითხოვენ.
ამის მთავარ მიზეზად ფრანგები ალექსანდ ლაკაზეტის მიიჩნევენ, რომელიც მოედანზე სარფიანად არ ირჯება და შედეგიანი არ არის. ლაკაზეტი 85-ე წუთზე მიქაუტაძემ შეცვალა.
თავის მხრივ, სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, მიქაუტაძემ ოსერს დუბლი შეუსრულა და ფორმაში შესვლას ცდილობს. პიერ საჟის ახალი გეგმის მიხედვით კი თუ ასე გაგრძელდა, გამოცდილ კაპიტანს ძირითად 11-ეულში სწორედ ჟორჟი შეცვლის.
მიმდინარე სეზონში ლაკაზეტის ყველა ტურნირზე მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი და ავტორიტეტის მიუხედავად, მწვრთნელი რისკზე წასვლას და მისი ძირითადიდან ამოგდებას აპირებს. მითუმეტეს, დიდი ალბათობით, ამ სეზონის შემდეგ 33 წლის ფორვარდი ლიონს დატოვებს.
შემდეგ შეხვედრას ლიონი 7 ნოემბერს, ევროპა ლიგაზე ჰოფენჰაიმისს წინააღმდეგ ჩაატარებს, სადაც მიქაუტაძეს ძირითადში უნდა ველოდოთ.
La Gazzetta Georgia-ს გათამაშება გრძელდება — გამოიცანი, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი და მოიგე შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური! მიმდინარე კვირის მატჩი: ლივერპული vs. მანჩესტერ სიტი. წესები საკმაოდ მარტივია: - გაიარეთ რეგისტრაცია LaGazzetta.ge-ზე; - დააფიქსირეთ…
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიოანტზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. -100 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ილია სულამანიძე გახდა — 25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. საქართველოს ნა…
არგენტინის ნაკრების მაისური ათიანით ზურგზე ლიონელ მესის აღარ ეკუთვნის. როგორც ვიცით, ლეგენდარულმა შემტევმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა. გავიხსენოთ "ალბისელესტეს" ყველა მე-10 ნომერი, 1950-იანი წლების მე-2 ნახევრიდან - დღემდე. შეგახსენებთ იმასაც, რომ ინტერ მაიამის ამჟამინდელი კაპ…
იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, ფროსინონეს ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის მიმართ ინტერესი განჩდა. მისი შეძენით რომა და მისი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ინტერესდება, რაზეც იტალიური La Gazzetta Dello Sport წერს. "კვერნაძე - ახალი კვარაა -…
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მორიგ ბრძოლამდე ორი კვირაზე ნაკლები დრო რჩება. სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელმა რუსმა ჩემპიონმა დაახასიათა რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის ქართველი მოწინააღმდეგეც, რომელსაც "გაფუჭებული მანქანა" უწოდა. "რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ვადამდე…
11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან ლას ვეგასში გაიმართება UFC Fight Night-ი, რომლის მეინ ქარდს ოთარ თანზილოვისა და მალკოლმ უელმეიქერის ჩხუბი გახსნის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან. ოთარ თანზილოვის UFC-ში პირველი გამარჯვების მოლოდინში თანზილოვის დებიუტი…
ინტერის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ცნობილი ხდება, კერტის ჯონსმა ბოლო ვარჯიშზე კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც ინგლისელი ფეხბურთელი გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. იტალიური პრესის ინფორმაციით, ჯონსი 4-დან 5 კვირამდე იუქმებს, რის შემდეგაც გუნდთ…