ევროპა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრის ფარგლებში, ლევერკუზენის ბაიერმა უმასპინძლა რომას, რომელთანაც ითამაშა ფრე, ანგარიშით 2:2. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი მატჩი "ფარმაცევტების" მოგებით, 2:0 დასრულდა.
რაც შეეხება საპასუხო თამაშს, ლეანდრო პარედესის მიერ ზუსტად შესრულებული ორი პენალტის შემდეგ, ტაბლოზე 0:2 ციმციმებდა, რაც დამატებითი დროის დანიშნვისა და ჩაბი ალონსოს გუნდის 48-მატჩიანი წაუგებელი სერიის დასრულების მაუწყებელი უნდა ყოფილიყო.
ამის მიუხედავად, ლევერკუზენმა კვლავ არ წააგო - 83-ე წუთზე გავიდა ჯანლუკა მანჩინის ავტოგოლი, 97-ე წუთზე კი იოსიპ სტანისიჩმა თავისი გუნდის წაუგებელი სერია 49 მატჩამდე გაზარდა.
ბაიერი ევროპა ლიგის ფინალშია, სადაც მოწინააღმდეგე იქნება ბერგამოს ატალანტა, რომელმაც, თავის მხრივ, მარსელის ოლიმპიკის ბარიერი გადალახა.