ლევერკუზენმა ბონიფესის შემცვლელი დაიმატა

ბორხასთვის ეს სრულიად ახალი გამოცდილება იქნება, რადგან აქამდე მთელი კარიერა ესპანეთში ჰქონდა გატარებული. იგლესიასი ვალენსიას აკადემიის აღზრდილია, კარიერის განმავლობაში კი ისეთ გუნდებში აქვს ნათამაშები, როგორებიცაა: ვილიარეალი, სელტა, სარაგოსა და ესპანიოლი. ბორხა ბეტისში 2019 წლიდან არის, ამ დროში მან 184 მატჩის ჩატარება მოასწრო, აქედან კი 55 გატანილი გოლი და 13 საგოლე გადაცემაა. იგლესიასს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2022 წელს ჰქონდა.
ლევერკუზენის წაუგებელი სერია გრძელდება — ალონსოს გუნდი ბუნდესლიგაში 49 ქულით ლიდერობს და მთავარ კონკურენტ ბაიერნს, 2 ქულით ასწრებს.











