ლევანტე პროექტ ID Talent-ის ფარგლებში საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელების მოძიებას იწყებს. პროექტი ხორციელდება გიორგი ქოჩორაშვილის მხარდაჭერით, რომელიც ვალენსიური კლუბის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს შემდეგი სახის განცხადებას:
"სპორტული გაერთიანება ლევანტე აცხადებს მორიგ ID Talent პროექტს საქართველოში, ქალაქ თბილისში. აღნიშნული ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ მისცეს ახალგაზრდებს უნიკალური შანსი, საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად. ამ ინიციატივის ფარგლებში ლევანტე არა მხოლოდ ეძებს მომავალ ტალანტებს, არამედ ასევე აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას რომ პირველი მაღალი რანგის სპორტული გამოცდილება მიიღონ.
აღნიშნული პროექტი საშუალებას მისცემს მონაწილეებს რომ შეიცნონ ჩვენი საფეხბურთო კლუბის პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც ახალგაზრდებთან მუშაობის პროცესში ვიყენებთ. დაწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ღონისძიება იქნება დასაწყისი ფუნდამენტური კავშირის დამყარებისა საქართველოსთან.
დამწყებ ქართველ ფეხბურთელებს ექნებათ თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ჩვენი მწვრთნელების წინაშე. ასევე გვჯერა, რომ ეს დიდი მოტივაცია იქნება დამწყები ფეხბურთელებისთვის და ასევე ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს მომავალი დიდი ფეხბურთელები პირველებმა აღმოვაჩინოთ საქართველოში! გაიარეთ რეგისტრაცია ლევანტეს შესარჩევზე 19 და 20 აგვისტოს თბილისში!", - წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში თავად ქართველი ნახევარმცველიც გამოეხმაურა: "მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ ამბავი საქართველოში ლევანტეს საწვრთნელი ბანაკის შესახებ. 19-20 აგვისტოს ლევანტე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში უმასპინძლებს 2006-2011 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს.
საწვრთნელი ბანაკის შემდეგ შეირჩევა 10 ფეხბურთელი, რომლებსაც საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა ლევანტეს პროექტ PLAYER EXPERIENCE-ში და ორი კვირა გაატარონ ლევანტეს აკადემიაში და მიიღონ ის ცხოვრებისეული და სპორტული გამოცდილება, რაც დაეხმარებათ, რომ გახდნენ უკეთესი ადამიანები და პროფესიონალები.
პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციას იხილავთ ლევანტეს პოსტში. Levante UD ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს ექნებათ იმ ყველაფრის ნახვისა და საკუთარ თავზე გამოცდის შანსი, რაც მე დამეხმარა, რომ მივსულიყავი ჩემს მიზნებთან.
დიდი მადლობა ლევანტეს ამ ინიციატივისთვის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის.
შეხვედრამდე!".