ბარსელონას თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ იდეალური ფეხბურთელი "შექმნა". ფორვარდს რამდენიმე კომპონენტის მიხედვით უნდა აერჩია ის მოთამაშეები, რომლებთანაც კარიერის განმავლობაში უთამაშია. კომპონენტები კი ასეთი იყო: მარცხენა ფეხი, მარჯვენა ფეხი, მენტალიტეტი, გამძლეობა, ელეგანტურობა, ინტელექტი და სისწრაფე.
"მარცხენა ფეხი - რობენი, მარჯვენა ფეხი? - მიჭირს პასუხის გაცემა. მენტალიტეტი - კიმიხი, გამძლეობა - ვიდალი, ეს ყველაფერი ალონსოს ელეგანტურობით. საფეხბურთო ინტელექტი? - მიულერი, სისწრაფე კი ობამეიანგის ან გროსიცკის", - განაცხადა პოლონელმა ფორვარდმა, რომელმაც ამ სეზონის 35 მატჩში 18 ბურთი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიაში გადმოსვლამდე, პოლონეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი სხვადახვა დროს მიუნხენის ბაიერნში, დორტმუნდის ბორუსიაში, ლეხ პოზნანსა და ზნიჩ პრუშკოვში თამაშობდა. 35 წლის ფორვარდმა თავისი კარიერის მანძილზე მოასწრო 973 მატჩის ჩატარება და 673 ბურთის გატანა.