მიუნხენის ბაიერნის შემტევი, კინგსლი კომანი რიო ფერდინანდის პოდკასტს ესტუმრა. რამდენიმე საინტერესო საკითხზე საუბართან ერთად, მან რობერტ ლევანდოვსკი და ჰარი კეინი ერთმანეთს შეადარა. შეგახსენებთ, რომ ფრანგი ვინგერი "რეკორდმაისტერში" სხვადასხვა დროს ორივე ფორვარდის გვერდით თამაშობდა.
"კეინი ბევრად უფრო მრავალფუნქციური ფეხბურთელია. მას შეუძლია სიღრმეში ჩამოწევა, ბურთის კონტროლი, გადაცემის გაკეთება და შემტევი ნახევარმცველის სხვა ფუნქციების შეთავსება. ჰარისთან ერთად, მეტოქის საჯარიმოს ფარგლებს გარეთ დამატებითი მოთამაშე გყავს. ის მრავალფეროვნად თამაშობს.
ლევანდოვსკი უფრო საჯარიმოს თავდამსხმელია, რომელიც მოწინააღმდეგეებს უშანსოდ ტოვებს. ორივეს სხვადასხვა სტილი აქვს, თუმცა ცხადია, საერთო ჯამში ორივე უმაღლესი კლასის ფორვარდია", - განაცხადა ბავარიელთა ვინგერმა.