"ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მამაჩემს ეძღვნება - მან ჩემი კარიერისთვის ყველაფერი გააკეთა. ბოლო ორი წრის განმავლობაში თითქმის ვერაფერს ვხედავდი, რადგან თვალები ცრემლებით მქონდა სავსე."
"სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს, რასაც განვიცდი - მონაკოში გამარჯვება ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და რბოლის ბოლოს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ტექნიკური პრობლემები არ შექმნოდა ბოლიდს" - განაცხადა მონეგასკმა პილოტმა.
შარლ ლეკელერი ფორმულა 1-ის ისტორიაში გახდა პირველი მონეგასკი მრბოლელი, რომელმაც საშინაო გრან პრი მოიგო.









