ლეგენდარული ანდრეას ბრემე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

კარიერის საუკეთესო წლები "ბუნდესნაკრების" ყოფილმა მარცხენა მცველმა გაატარა სწორედ "შავ-ლურჯებში", რომლის შემადგენლობაში მან 116 მატჩი ჩაატარა და 11 ბურთი გაიტანა. ბრემემ მეაცაზე მოიგო სკუდეტო, კოპა იტალია და უეფას თასი. ამის გარდა, 1990 წელს ის ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-3 პოზიციაზე გავიდა.
რაც შეეხება სანაკრებო მიღწევებს, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1986 წლის მუნდიალისა და 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი. გერმანელმა განაპირა მცველმა "მანშაფტში" ჩაატარა 86 მატჩი და გაიტანა 8 ბურთი.







