ტაილანდში ძალოსნობის მსოფლიო თასი მიმდინარეობას, სადაც საქართველოს ნაკრებიც იღებს მონაწილეობას და პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიები თამაშდება.
ტურნირზე ლაშა ტალახაძეც იყო დარეგისტრირებული, თუმცა, ტრავმის რისკების თავიდან აცილების მიზნით არ იასპარეზა და ლიცენზიისთვის მხოლოდ სტარტზე გამოცხადდა.
აღნიშნული მსოფლიო თასი პარიზის ოლიმპიადის ბოლო სალიცენზიო შეჯიბრია და მასზე გამოცხადება სავალდებულო იყო. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ირაკლი ასანიძის განცხადებით ლაშა ტალახაძე ოლიმპიადისთვის აქტიურად ემზადება.