დღეს ბირმინგემში, ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში მორიგი გამარჯვება იზეიმა.
ქართველმა რვარაუნდიან მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლაში მსაჯთა გადაწყვეტილებით, ინგლისელი ჰიუი უილსონი დაამარცხა.
ლაშა გურულს პროფესიონალურ დონეზე 5 ორთაბრძოლა აქვს გამართული და ხუთივე ქართველის გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.












