ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის ესპანეთის გრან პრის საკვალიფიკაციო ეტაპი მაკლარენის მრბოლელმა, ლანდო ნორისმა მოიგო.
24 წლის ბრიტანელმა პილოტმა უსწრაფესი წრე 1:11.383 წუთში გაიარა და მეორე ადგილზე გასულ მაქს ვერსტაპენს 0,020 წამით აჯობა. ხვალინდელ გრან პრიზე სტარტს მესამე პოზიციიდან ლუის ჰემილტონი აიღებს — რბოლა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ესპანეთის გრან პრის კვალიფიკაციის შედეგები: