ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყანაში ჩემპიონატები განახლდა, ქართველმა ლეგიონერებმა წარმატებული სანაკრებო მატჩების შემდეგ, კლუბებშიც გაიბრწყინეს.
გერმანიის თასის 1/32 ფინალში ბუდუ ზივზივაძემ კარგი მატჩი ჩაატარა, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა. კარლსრუემ ლოტე ანგარიშით 5:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ზივზივაძემ 7.8 შეფასება მიიღო.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მთავარი ლიდერებისთვის სეზონი წარუმატებლად დაიწყო. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ვერონასთან 3:0 დამარცხდა, ხვიჩა მოედნიდან პირველ ტაიმში თავბრუსხვევის გამო გაიყვანეს, თუმცა ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ბარსელონას დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. მიუხედავად 2 გაშვებული გოლისა, მამარდამ 7.0 შეფასება მიიღო.
3:0 დამარცხდა ჟორჟ მიქაუტაძის ლიონი. მიქაუტაძემ სადებიუტო მატჩში რენთან პენალტი გააფუჭა. ზურიკო დავითაშვილის სტ.ეტიენი მონაკოსთან 1:0 დამარცხდა, ზურიკომ საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა თამაშგარის გამო გოლი არ ჩათვალეს.
ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძე შეუჩერებელია, ის ზედიზედ ორი ტურია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხდება. უოტფორდმა სტოკი 3:0 დაამარცხა, ჩაკვემ ასისტი გააკეთა, თავის სტილში ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა და MVP გახდა.
გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტემ ხიხონი 2:1 დაამარცხა. ქოჩორამ საჯარიმოდან ულამაზესი გოლი გაიტანა, გარდა გოლისა დიდი სამუშაო გასწია და 8.0 შეფასება მიიღო.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, შახტარის ქართველი მცველი ირაკლი აზაროვი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა აზაროვმა ლივთან 78 წუთი ითამაშა, შახტარმა 1:0 მოიგო.
ავსტრიის მოქმედმა ჩემპიონმა შტურმმა კლაგენფურტი 2:0 დაამარცხა. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა გოლების ანგარიში პირველივე ტურში გახსნა და პენალტი გაიტანა.