რამდენიმე დღის წინ, გავლენიანმა გამოცემებმა დაადასტურეს, რომ კილიან მბაპეს მადრიდის რეალში გადასვლას წინ არაფერი უდგას და ფრანგი სამეფო კლუბს ზაფხულში შეუერთდება.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა გააკეთა და შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
"რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, რომ მბაპეს რეალში გადასვლის შანსი 50% იყო, მაგრამ ახლა უფრო მეტია ( დაახლოებით, 55-60% ) და დღითიდღე იზრდება.
საქმე იქითკენ მიდის, რომ მბაპე პსჟ-სთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, რაც მისი რეალში ტრანსფერის შანსებს უფრო ზრდის.
რაც შეეხება ფინანსებს, არ ვიცი, რა პირობებს შესთავაზებს რეალი მბაპეს, თუმცა ფაქტია, მათ კარგი ფინანსური სიტუაცია აქვთ", - განაცხადა ტებასმა.