ლა ლიგის პრეზიდენტი: "დიდი შანსია მბაპემ კარიერა რეალში გააგრძელოს"

"დიდი შანსია მბაპემ კარიერა რეალში გააგრძელოს - 50%-ზე მეტი. ეს ჩემი პირადი აზრია და რა თქმა უნდა ტრანსფერი სამეფო კლუბზეა დამოკიდებული" - განაცხადა ტებასმა.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ამ ეტაპზე უცნობია გაახანგრძლივებს თუ არა ხელშეკრულებას. რეალს ფეხბურთელის დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს და მის გარშემო შექმნილ სიტუაციას აქტიურად აკვირდება.
კილიან მბაპე პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა, 287 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 240 გოლთან ერთად 104 საგოლე გადაცემა გაიფორმა.








