კვარაცხელიას მომავალზე, კიტეიშვილის მდგომარეობაზე, თურქეთის ნაკრებზე - ვილი სანიოლის პრესკონფერეცია

ოთარ კიტეიშვილის და საბა კვერკველიას მდგომარეობაზე
- კვერკველია ხვალინდელი მატჩისთვის მზადყოფნაშია და თამაში შეუძლია, კიტეიშვილი კი სათამაშოდ მზად არ არის.
ემოციური ფონი თურქეთთან მატჩის წინ
- საბერძნეთთან მოგების შემდეგ ზოგიერთ ფეხბურთელს ემოციურად გაუჭირდა ყოველდღიურ რუტინაში დაბრუნება. შეკრების დაწყების წინ ვამბობდი, რომ ემოციურად მათთვის ეს ყველაფერი რთული იქნებოდა, მაგრამ მოსამზადებელმა ეტაპმა გვაჩვენა, რომ ასე არ არის და ნაკრები სრულიად მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის.
თურქეთის ნაკრებზე
- ეს ჩვენთვის პირველი მატჩია ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა მათი ფეხბურთელებისთვისაც პირველია. თურქეთის ნაკრებს საკმაოდ მაღალი დონის, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც კარგი შემტევებით გამოირჩევიან და ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება. ჩემი ფეხბურთელების მჯერა.
ქართველ გულშემატკივრებზე
- ყველა ქართველი გულშემატკივარი, ვინც აქ არის, ვინც თვალს გვადევნებს საქართველოდან და არის ნაკრების ირგვლივ, საოცარი ხალხია და ბრწყინვალე გულშემატკივრობა იციან.
ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაზე
- ნაპოლის სხვანაირი ტაქტიკური მონახაზები აქვს, ჩვენ - სხვანაირი, ამიტომ მის პოზიციაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ. არ აქვს მნიშვნელობა, მარცხნივ ითამაშებს, თუ მეორე ფორვარდად. ჩემთვის მთავარია, მან მოედანზე მაქსიმუმი გააკეთოს და დავალება შეასრულოს.
კვარაცხელიას მომავალზე
- როცა კარგი ფეხბურთელი ხარ, ლოგიკურია, რომ შენს მომავალზე ბევრი იწერება. თუ ის ევროპის ჩემპიონატზე მაღალ დონეზე ითამაშებს, მისი კარიერა უკეთესობისკენ წავა. ხვიჩას მომავალზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან მე მხოლოდ იმას ვუყურებ, რას გააკეთებს ის მოედანზე.
კიტეიშვილის არყოფნა ნაკრებისთვის
- კიტეიშვილის დანაკლისი ჩვენთვის ძალიან მძიმეა, თუმცა გვყავს ფეხბურთელები, რომლებისაც მჯერა და შეუძლიათ კიტეს ჩანაცვლება. დიდი იმედი მაქვს, კიტეიშვილი შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება.








