მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი პსჟ-მ სიეტლ საუნდერსის წინააღმდეგ ჩაატარა და მარტივად, 2:0 გაიმარჯვა.
პარიზელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს. ანგარიში კვარაცხელიამ გახსნა. ვიტინიას დარტყმული ქართველს მოხვდა და ხვიჩამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში კვარაცხელია შეცვალეს, მის ნაცვლად ბრედლი ბარკოლა გამოვიდა, რომელმაც შემოსვლიდან 3 წუთში საგოლე გადაცემა გააკეთა და ჰაკიმის გაატანინა.
ამ გამარჯვებით პსჟ-მ ჯგუფსი 6 ქულა დააგროვა და 1/8 ფინალში გავიდა.
Crazy goal 😂😂😂😂
— 𝐂𝐑𝐈𝐒 (@CR_74_) June 23, 2025
The goal was credited to Kvaratskhelia.
Assist was not counted for Vitinha pic.twitter.com/TpxVdqXajz












