კვარაცხელიას გამო, პსჟ-მ ხმაურიან ტრანსფერზე უარი თქვა - პრიორიტეტი მხოლოდ ქართველია

თავის მხრივ, ნაპოლის პრეზიდენტი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს სთავაზობს და დიდი ალბათობით, მისი მომავალი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაირკვევა.
პარიზული გრანდი კვარაცხელიას შეძენით იმდენად აქტიურადაა დაინტერესებული, რომ მზად არიან ბერნარდო სილვას შესაძლო დამატებაზე უარი თქვან.
არადა, კვარაცხელიამდე პსჟ-ს მთავარი სამიზნე სწორედ სილვა იყო. ამჟამად კი ლუის ენრიკეს გუნდისთვის პრიორიტეტი მხოლოდ კვარაა.
ნაპოლი კვარაცხელიას სანაცვლოდ 120-130 მილიონ ევროს ითხოვს. ცნობისთვის, სერია ა-ს სეზონი ქართველმა 11 გოლითა და 6 ასისტით დაასრულა.









