ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, ამავე გუნდის ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე საუბრობს.
მოგეხსენებათ, სკუდეტოს მოგების შემდეგ, კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე საუბრები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით, ქართველს ახალი ხელშეკრულება ნეაპოლელებთან არ გაუფორმებია.
"კვარაცხელიას აგენტს დაახლოებით 3 თვის წინ შევხვდი და ახალი კონტრაქტის გაფორმება შევთავაზე, მათგან კი ასეთი პასუხი მივიღე: არ ინერვიულო, ჩვენ აქ ბედნიერები ვართ და ახალ კონტრაქტზე სეზონის ბოლოს დავილაპარაკოთო", - განაცხადა დე ლაურენტისმა.
კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს. ახალი კონტრაქტის გაფორმების მიზანი კი ქართველისთვის ხელფასის მომატებაა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, დე ლაურენტისის სრულ ინტერვიუს მალე შემოგთავაზებთ...