საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი პსჟ-სა და ლანსს შორის, მასპინძელთა მარტივი გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მატჩის გმირი ბრედლი ბარკოლა გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა, თან ორივე გოლი ვიტინიას საგოლე გადაცემით.
სამწუხარო ის არის, რომ პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და მოედანი 30-ე წუთზე დატოვა. ჯერჯერობით, კვარას ტრავმის სიმძიმე უცნობია.
4 ტურის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდს ოთხივე მოგება აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





