პორტუგალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.
"როგორც ვამბობდი, სანამ 1% მაინც არის შანსი, უნდა გვებრძოლა. ვიბრძოლეთ კიდეც და ყველაფერი გამოგვივიდა. ეს იყო გუნდური გამარჯვება.
ძალიან ბედნიერები ვართ. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს ასეთი ატმოსფეროსთვის. ხვალინდელი დღიდან ესპანეთთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ.
ესპანეთს ბოლო წლებში ხშირად ვეთამაშეთ, ძლიერი გუნდია, მაგრამ როგორც გითხარით, თამაში და გამარჯვება ყველასთან შეიძლება.
საოცარი დღეა - რონალდუს მაისური გავუცვალე, მოვიგეთ და ჯგუფიდან გავედით. რიცხვი 26 საქართველოსთვის გამორჩეულია", - განაცხადა კვარაცხელიამ.