26 ივნისს, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის წინ კომენტარი ჩვენი ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა და კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა.
"რონალდუ ჩემი კუმირი იყო და არის. ყოველთვის მინდოდა მასთან თამაში, ეს ჩემი ოცნება იყო. ვნახოთ, რა მოხდება", - განაცხადა კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელიამ ევრო 2024-ზე ორი შეხვედრა უკვე ჩაატარა და 14 დრიბლინგით დრიბლიორთა შორის საუკეთესოა.